“საქართველოში მესამე სექტორი არ არსებობს, ისინი რადიკალები არიან” – შალვა პაპუაშვილი

“არანაირი მესამე სექტორი არ არსებობს, მათ მითვისებული აქვთ სახელდებები, სინამდვილეში, ისინი არიან უცხოური ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაქირავებულები, რომელთაც აქვთ ერთადერთი მიზანი – საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მესამე სექტორს რადიკალი ორგანიზაციები წარმოადგენენ.

„ვნახეთ მათი ქცევა, ვნახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიიღეს, რაც არის სამოქალაქო ვალდებულება, ისიც კი არ შეასრულეს იმიტომ, რომ არიან რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ უცხო ქვეყნების, მათ შორის, სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები