“ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორია ქართული ფეხბურთის ევოლუცია; ყოველთვის გჭირდება ამბიცია და ოცნება საუკეთესო შედეგის მისაღწევად” – ვილი სანიოლი

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. თავიდანვე ვიცოდით, რომ ესპანეთი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი იქნებოდა და მეორე ადგილისთვის თურქეთსა და ბულგარეთთან ვიბრძოლებდით”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ აცხადებს.

როგორც სანიოლი ამბობს, ამ შეხვედრაში, ფეხბურთელებმა ბევრი დადებითი რამ უნდა აჩვენონ.

“თურქეთთან პირველი თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა, კარგად დავასრულეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე კარგი და აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორია ქართული ფეხბურთის ევოლუცია. ყოველთვის გჭირდება ამბიცია და ოცნება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენი ოცნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ფეხბურთელებმა იციან, რომ ამ ოცნების შესანარჩუნებლად კარგი თამაშის ჩატარება გვჭირდება.

მხოლოდ ჩვენი იდენტობითა და ხარისხით შეგვიძლია განსაკუთრებული შედეგის მიღწევა. არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ სტაფის თითოეულმა წევრმა 2–3 პროცენტით ნაკლები რომ გააკეთოს, უშანსოდ ვიქნებით. ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და წინა მატჩთან შედარებით განსხვავებულ თამაშს აჩვენებენ”, – ამბობს სანიოლი.

საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები