“ფაქტი, რომ სუსი აქტიურად არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არაერთ ანგარიშში მოხვედრილა, როგორც ერთ-ერთი კარგი პარტნიორი, ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით” – წილოსანი
“ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არაერთ ანგარიშში, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში მოხვედრილა, როგორც ერთ-ერთი კარგი პარტნიორი, ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.
ის ეხმაურება ფაქტს, რომლის მიხედვითაც, სუს-მა, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.
“ამ სპეცოპერაციით დასტურდება, რომ საქართველო უნდა გამოყენებულიყო ტრანზიტულ ქვეყნად, შემდგომში სავალალო შედეგები უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული ტერორიზმის აქტივობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის კომპეტენციის უმაღლესს სტანდარტს გვაჩვენებს”, – ამბობს წილოსანი.