თენგიზ შარმანაშვილი – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ჩვენ გვითრევენ მათთან საომრად, თვითონ შორიდან დალანდული შვიდი კაცის შეეშინდათ

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს.

„თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას სრულად აღჭურვილი ყველა დამანგრეველი იარაღით. ჩვენ გვითრევენ მათთან საომრად, თვითონ შორიდან დალანდული შვიდი კაცის შეეშინდათ. ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება, რომ შენი ქვეყნის გადასარჩენად მზად ხარ ნგრევა გამოიწვიო, როგორც თვითონ ეძახდნენ მანამდე მეგობარ ქვეყანაში. უნდოდათ რუსებისგან ცეცხლი წამოგვეღო ჩვენს თავზე, რომ ბალტიისპირა ქვეყნებს და განსაკუთრებით ესტონეთი აქტიურობდა, მათ აეცილებინათ ეს თავიდან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები