კონფლიქტი პაკისტანსა და ავღანეთს შორის – დაღუპულია ათობით ადამიანი

ავღანეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა მწვავდება,- ამის შესახებ უცხოური მედია ორივე მხარის განცხადებებზე დაყრდნობით იტყობინება.

ორივე ქვეყანა სასაზღვრო შეტაკებების შედეგად ათობით დაღუპულის შესახებ იუწყება.

ქაბულში, მმართველი ისლამისტური მოძრაობის “თალიბანის” წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, განაცხადა, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა ისლამაბადის ოფიციალურმა პირებმა ეს მონაცემები არ დაადასტურეს.

“თალიბანის” ცნობით, მეზობელი სახელმწიფოს 20 სასაზღვრო პუნქტი დროებით დაიკავეს. ავღანეთმა ამას „საპასუხო ქმედება“ უწოდა. მუჯაჰიდის თქმით, ასევე დაიღუპა ცხრა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე.

კონფლიქტი ავღანეთსა და პაკისტანს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 ოქტომბერს ქაბულსა და ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ პაკისტანი ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშში დაადანაშაულა. ორი დღით ადრე კი, თალიბანმა ისლამაბადი ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებში დაადანაშაულა.

ასევე პაკისტანმა ინდოეთის საზღვარზეც განსაკუთრებული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ ნიუ-დელი ამ ესკალაციაში ჩაერევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები