“ყველაფერზე პასუხისმგებლობა – იმ ოჯახების უბედურებაზე, რომელთა წევრები დაიჭირეს და სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, უნდა აიღოს “ნაცმოძრაობამ” – გია ვოლსკი

“ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ ჭეშმარიტება და განვსაზღვროთ მოქმედების მიმართულება, რათა საქართველო ავაცილოთ იმ უბედურებას, რასაც გვიქადიან კონკრეტული შემსრულებელი პირები, გინდა ამ რევოლუციის სულისჩამდგმელები და გინდა – მათი მხარდამჭერები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

ის 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ გამოძიების შედეგები იქნება საგანგებო მნიშვნელობის.

“რეალურად, ყველაფერზე პასუხისმგებელი, იმ ოჯახების უბედურებაზე, რომელთა წევრები დაიჭირეს და სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “ნაცმოძრაობამ” და რასაკვირველია, იმ საერთაშორისო სუბიექტებმა, კონკრეტულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა, ვინც “ნაცმოძრაობას” დაუჭირეს მხარი”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები