ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი: 13 წელია „ქართული ოცნების“ გუნდი სწორი პოლიტიკით მართავს ქვეყანას, ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას – ჩვენ, კახა კალაძის გუნდი ვართ შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი, ვინც ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესი
დღეს, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ბენდელიანმა რამდენიმე კვირიანი აქტიური კამპანიის შემდეგ, ზღვისუბნელებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
როგორც ბენდელიანი აღნიშნავს, „ეს იყო ემოციებით და გამარჯვების მუხტით სავსე შეხვედრა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. სწორედ, პირველი ოქტომბერი ასოცირდება ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების საწყისად, როდესაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვა“.
მისივე თქმით, 13 წელია, რაც ,,ქართული ოცნების“ გუნდი სწორი პოლიტიკით მართავს ქვეყანას, ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, რის გარეშეც არ იქნებოდა ის ფუნდამენტური რეფორმები, პროექტები და პროგრამები, რაც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში.
„ჩვენ, კახა კალაძის გუნდი ვართ შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი, ვინც ყველაზე კარგად იცის თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესი. გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები ყველა თაობისთვის, შეიქმნას ყველასათვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები, მოწესრიგდეს გარემო და ინფრასტრუქტურა.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩემი თაოსნობით აქტიურად გაგრძელდება ზღვისუბანში. ჩვენ ერთად დავძლევთ არსებულ გამოწვევებს, გავაუმჯობესებთ გარემო პირობებს და თითოეულ მოქალაქეს დავეხმარებით წინსვლაში“, – აღნიშნავს ბენდელიანი.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ზღვისუბნელებს იმ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რაც ძალას მატებს და ავალდებულებს, უბანი გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული, მიმზიდველი და საინტერესო დედაქალაქში.
„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამისთვის და ავისრულებთ ოცნებას – ვიყოთ საუკეთესოები. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! მეტი სიკეთე თბილისს!“ – წერს ბენდელიანი.