აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ისნის რაიონში, დროებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ისნის რაიონში, დროებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესარიონ კუსიდი და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე მოისმინეს დევნილი მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალურ საკითხებს უკავშირდება.

„როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სისტემური მუშაობა გაგრძელდება და თითოეული საკითხი ეტაპობრივად განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ დახმარებას, დასაქმების ხელშეწყობას და იმ სამომავლო პროექტებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

აფხაზეთის მთავრობის წევრების თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საშუალებას იძლევა, უშუალოდ ადგილზევე მოხდეს საჭიროებების შეფასება და პრობლემების გადაჭრის მექანიზმების დაგეგმვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები