კახა კალაძე: ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს, ნაბიჯს გადადგამს კანონის წინააღმდეგ და თუ ვინმეს სურვილი აქვს, გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი ნებაა

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, დედაქალაქის მერს, გული შემტკივა ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. არ მინდა, ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს წასვლა. კანონის ფარგლებში, ამ ყველაფერს მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„არანაირი დამხობა, ეს ყველაფერი არის ტყუილი. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ იქნება. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანებს, შეუძლიათ გამოვიდნენ და თუნდაც მიტინგით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგამს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმეს სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი ნებაა. თუმცა მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, დედაქალაქის მერს, გული შემტკივა ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. არ მინდა, ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს წასვლა. კანონის ფარგლებში, ამ ყველაფერს მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები