ირაკლი კობახიძე დანიის მეფისა და დედოფლის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც EPC-ის სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში (EPC) მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეთმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს.

„საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ის რიგით მე-7 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კოპენჰაგენში ხვალ გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები