მარნეულში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.