“შემუშავდა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს და მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანების „ცდუნების“ შესაძლებლობას, რომ თანხები მიითვისონ” – გორდულაძე
“შემუშავდა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს და მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანების „ცდუნების“ შესაძლებლობას, რომ თანხები მიითვისონ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.
“სამოხელეო დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებს 30 წლის განმავლობაში ექნებათ ვალდებულება, ნებისმიერი ქონებრივი ტრანზაქციები იქნება თუ გადარიცხვები, შესაბამისი ინფორმაცია წარადგინონ”, – განმარტა გორდაძემ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები ბიუროზე წარადგინეს.
ინიციატივა, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.