ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიაში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალი ირანელ ჯავად ფაროხისენიანთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან უკრაინელი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე და იაპონელი სპორტსმენები დაამარცხა.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია: ოქროს მედალი ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.