“გაცილებით უფრო დიდი და მწვავეა მსოფლიო პრობლემები, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი მქონდეს” – გია ვოლსკი

“არის ერთი საკითხი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა – რეალობაში არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება, იყოს პრორუსული. არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება, მიმართული იყოს იმისკენ, რომ ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნგრევას გამოიწვევს და ეს პრორუსულობას არ ნიშნავს”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამყაროში დიდი პოლიტიკური, გლობალური თამაშები მიმდინარეობს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებს რასაკვირველია ღირებულებითი სიახლოვე აქვს საქართველოსთან და მთელი რიგი საკითხი აქვს ევროპასთან, მათ შორის, ეკონომიკური, რაც შეერთებული შტატების ინტერესებს უპასუხებს. კი, უფსკრულია დღეს მათ შორის, მაგრამ ეს უფსკრული ამოივსება, როგორც კი ორივე მხარის ინტერესი იქნება ამასთან დაკავშირებით. უნდა დავუშვათ, რომ აშშ ნაბიჯს არ დგამს ჯერ ამ ღირებულებითი ფასეულობებით ახლო მდგომ საქართველოსკენ, მაგრამ იქ, ვაშინგტონში რაღაც შეხვედრები დაიწყო, ვიღაც სენატორი წინ აღუდგა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საშინელ პროექტს [მეგობარი აქტს]. ასე რომ გაცილებით უფრო დიდი და მწვავეა მსოფლიო პრობლემები, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი მქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები