გიორგი ვოლსკი – ბოლოდროინდელ დაკავებებზე: მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვან და სტაბილურობა შევინარჩუნოთ

„მსოფლიო შეპყრობილია პოლიტიკით და ეს გადადის საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, ბოლოდროინდელ დაკავებებზე საუბრისას განაცხადა.

„არ შეიძლება ნებისმიერი თემა, ეკონომიკა იქნება თუ კრიმინალი, არ დაუკავშირდეს სხვადასხვა ასპექტით პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ კრიმინალურ შესაძლო დანაშაულებთან, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური შინაარსის პროცესებს. რასაკვირველია ეს არ არის ჩვეულებრივ მაღაზიაში ქურდობა, ან რაიმე ფიზიკური დაპირისპირების შედეგი. როგორც ხედავთ საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვან და სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გადასარჩენად“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები