“შეგახსენებთ, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ყველაფერს ღიად აფიქსირებს და აბსოლუტურად ყველა დაპირებას ასრულებს” – დიმიტრი სამხარაძე
“ახლა რომ დაიწყეს, აქამდე სად იყავით და რას აკეთებდითო, შეგახსენებთ, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ყველაფერს ღიად აფიქსირებს და აბსოლუტურად ყველა დაპირებას ასრულებს”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი სამხარაძე აცხადებს.
“ფაქტია, რომ მის გარდა, ვერავინ ვერ შეძლებდა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას და ამასთან ერთად, ქვეყნის განვითარებას და გამოწვევებზე ზრუნვას. ასევე, მის გარდა, ვერავინ ვერ შეძლებს კორუფციის აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში! მაშინ, როდესაც ამ თემას არავინ ეხებოდა, ის იყო პირველი, რომელმაც ისაუბრა!”, – აღნიშნავს სამხარაძე.