შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: მოკურცხლა ადამიანმა გუნდიდან, მერე პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა
„ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა, მოკურცხლა ადამიანმა გუნდიდან, მერე პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა. რა სერიოზულობით შეიძლება ამ ადამიანზე საუბარი, რომელმაც რატომ მოკურცხლა ვერავინ გაიგო. ჩამოვიდეს, ვინ რას ედავება?,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უშუალო საფრთხეც კი არ არსებობს, მაგრამ იმდენად მშიშარა არის, რომ გაექცა პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ და ადამიანი ზის საზღვარგარეთ. და ვისი ფულით არის? ამასწინათ თქვეს, რომ რა ფულითაც საქართველოში ცხოვრობდა იმ ფულით ცხოვრობს იქო და მაშინ ეკონომიკური დონით დავწევივართ გერმანიას და ეგ ყოფილა თუკი ის თანხა, რომელსაც საქართველოში საკუთარ თავს ახარჯავდა და ყოფნდა, ამით ცხოვრობს გერმანიაში, მაშინ ისიც აღიარონ აქვე, რომ დავეწიეთ გერმანიას ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.