თენგიზ შარმანაშვილი ეუთო/ოდირზე: ობიექტური დასკვნის დადების შემთხვევაში, ძალიან ადვილი ამოსაცნობია, რა დონის ბულინგი წავიდოდა მათ წინააღმდეგ
„ობიექტური დასკვნის დადების შემთხვევაში, ძალიან ადვილი ამოსაცნობია, რა დონის ბულინგი წავიდოდა მათ წინააღმდეგ,“- ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ეუთო/ოდირის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა საერთოდ თავი აარიდა ამ პროცესს.
“თუ ჩამოვიდოდნენ, მათ იციან, რა მაღალ დონეზე ტარდება საქართველოში არჩევნები, მათ მოუწევდათ ობიექტური დასკვნის დადება. ობიექტური დასკვნის დადების შემთხვევაში, ძალიან ადვილი ამოსაცნობია, რა დონის ბულინგი წავიდოდა მათ წინააღმდეგ, რადგან მათ ეს გამოცდილება აქვთ [2024 წლის] საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ალტერნატივა იყო ის, რომ მაშინ ყალბი ნარატივები დაეწერათ ამ დასკვნაში – არა ფაქტებს ეყრდნობოდნენ, არამედ აღქმებს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეპუტაციასაც უფრთხილდებიან და, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეს დილემა დაუდგათ, მიიღეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება – საერთოდ თავი აარიდეს ამ პროცესს. ეს მოსალოდნელიც იყო და ჩვენ გვესმის, ეს რატომ გააკეთეს“, – აცხადებს შარმანაშვილი.