ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილს „ოცნებაში“ ჰყავს „ტროას ცხენები“
„სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამო!“ – აცხადებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.
„სააკაშვილს „ოცნებაში“ თანამოაზრეები ჰყავს! სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამო! სააკაშვილი უნდა გასამართლდეს 7 ნოემბრისა და 26 მაისის ვანდალიზმის გამო! სააკაშვილი უნდა გასამართლდეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლიანი პოლიტიკის გამო, რომლსაც შეეწირნენ: სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდები!
წარმოიდგინეთ, ამის მეასედი რომ ჩაედინა რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს, რას უზამდა მას ხალხი!.. სააკაშვილს „ოცნებაში“ ჰყავს „ტროას ცხენები“ და შესაფერის მომენტს ელის ციხის შიგნიდან გატეხვისთვის!.. „ოცნებაში“ საბოტაჟია! „ოცნებაში“, ისევე როგორც ოპოზიციაში, საკმაოდ არიან ისეთები, რომლებიც ორ სკამზე სხედან! ერთი სკამი „ოცნებისაა“, მეორე კი – „ნაცმოძრაობის“. დღეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ეწევა ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას“, – განუცხადა ბაღათურიამ „ასავალ-დასავალს“.