კახა კალაძე: ვწუხვარ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო – კარგი მოქალაქე დაკარგა თბილისმა და საქართველომ
თბილისის მერი კახა კალაძე, პოლიტიკოსის და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
,,ვწუხვარ ქართველი პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
კარგი მოქალაქე, უკომპრომისო, მებრძოლი პატრიოტი კაცი დაკარგა თბილისმა და საქართველომ.
ვიზიარებ ლევანის ოჯახის წევრების, მეგობრების დიდ გულისტკივილს”,- წერს კალაძე.