დავით მათიკაშვილი: არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კარდინალურად არის შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ამ მოცემულობაში, როდესაც საქართველო არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, სრულიად სამართლიანად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს სისტემას აძლევს მაღალ შეფასებას, ხოლო იმ ქვეყნების სასამართლო სისტემებს, სადაც ე.წ. ვეტინგი განხორციელდა საქართველოზე ბევრად ნაკლები შეფასება აქვთ. საერთოდ, არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კარდინალურად არის შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე და „ფრიდომ ჰაუსის“ მოხსენება ამის შესახებ ერთადერთი არ არის“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, 2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები