10 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მოზარდი სოკოს მიღების შედეგად მოიწამლა

სოკოს ინტოქსიკაციის კიდევ ერთი ფატალური შედეგი. 10 წლის ბავშვი, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამავე კლინიკაში მკურნალობს გარდაცვლილის ძმაც, რომელიც სოკოთი არის მოწამლული. ისინი, რამდენიმე დღის წინ სამედიცინო დაწესებულებაში ქარელის რაიონიდან გადაიყვანეს.
როგორც ჩეჩელაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სოკოთი ინტოქსიკაციის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებას 10-მა პაციენტმა მიმართა. ყველა მათგანი სოკოს მიღების შედეგად არის მოწამლული. ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად 7 პაციენტი მკურნალობს.
მედიკოსები მშობლებს მიმართავენ, რომ სოკოს სეზონთან დაკავშირებით თავი შეიკავონ და ბავშვებისთვის კვების პროდუქტებიდან სოკო ამოიღონ.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასულ კვირას კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები