ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის #10-ში თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად მოსეშვილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ მსვლელობით გაემართნენ.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არიან ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის სადარბაზოსთან არიან შეკრებილი. მოსეშვილის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები