ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
შეხვედრის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
დიასპორის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში უმასპინძლა”, – აცხადებენ უწყებაში.