მარკო რუბიო – საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე ტერიტორიული დათმობების საკითხიც განვიხილეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს.
მას არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიულ დათმობებზეა საუბარი.
„თუ რუსეთი უარს იტყვის, ეს ბევრ რამეს გვეტყვის. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამასთან, კრემლი აშშ-ისგან უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მეტ ინფორმაციას ელის.
“ამ დღეებში ჩვენ ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი, რა დროსაც იმედი გვაქვს, რომ სრული ინფორმაცია მოგვეწოდება“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს არ სურს, წინ გაუსწროს მოვლენებს ჯიდაში გაჟღერებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.