ჩინეთი ბირთვულ მოლაპარაკებებზე რუსეთსა და ირანს უმასპინძლებს

ჩინეთი, თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე, რუსეთთან და ირანთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს.

სამმხრივ შეხვედრას, რომელიც პეკინში მიმდინარე კვირაში გაიმართება, ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი მა ჟაოსუ უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაზემ ღარიბაბადი შეუერთდებიან.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, დელეგატები გაცვლიან მოსაზრებებს ირანის ბირთვულ საქმიანობასა და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩინეთი აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს რუსეთთან და ირანთან და ამ კუთხით, სამივე ქვეყანა მონაწილეობს საზღვაო წვრთნებში, „უსაფრთხოების სარტყელი 2025“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები