სამხრეთ კორეა დაბალი შობადობის გამო არმიას 20%-ით ამცირებს

სამხრეთ კორეის არმია დაახლოებით 450 000 ადამიანამდე შემცირდა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 20%-ით დაბალი შობადობის მაჩვენებელი დაფიქსირდა,- ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებულ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში შობადობის სავალალო მაჩვენებელია, რომელიც, ბოლო მონაცემებით, ერთ ქალზე 0.75 ბავშვის ოდენობით მსოფლიოში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

სამხრეთ კორეა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ძირითადად იმიტომ ინარჩუნებს, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის მქონე მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან ტექნიკურად ჯერ კიდევ ომშია.

სამხრეთ კორეელი მკვლევრების მიერ ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქვეყანას მინიმუმ 500 000 ჯარისკაცი დასჭირდება ჩრდილოეთიდან თავდასხმისგან თავის დასაცავად, რომელსაც, სავარაუდოდ, 1.3 მილიონი აქტიურ სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

კვლევაში ნათქვამია, რომ სამხედრო ზომებს შორის სხვაობამ სამხრეთ კორეა „თავდაცვაში წარმატების მისაღწევად სტრუქტურულად რთულ მდგომარეობაში ჩააგდო“.

ასევე აღინიშნა, რომ სამხრეთ კორეას „გადამწყვეტი ქმედებები ეროვნულ დონეზე“ სჭირდება, რათა მინიმუმ 500 000 ჯარისკაცი შეინარჩუნოს.

ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, სამხედრო სამსახურში ქალი მოქალაქეებიც უნდა გაიწვიონ.

ქვეყანამ არაერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებლით: 2018 წელს ერთ ქალზე 0.98 ბავშვი, 2020 წელს 0.84, 2023 წელს 0.72 და 2024 წელს 0.75. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ექსპერტები იუწყებიან, რომ ქვეყნის 50 მილიონიანი მოსახლეობა 60 წელიწადში, შესაძლოა, განახევრდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები