ნეთანიაჰუ: ღაზაში ახალი შეტევა მალე დაიწყება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის არმია მალე ახალ შეტევას დაიწყებს.
“სამხედრო ოპერაციის მიზანი „ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული განადგურება და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ,
მან აღნიშნა, რომ მომავალი მოქმედებები „ინტენსიური და გადამწყვეტი“ იქნება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მიზანი ღაზას ოკუპაცია არ არის.
„ჩვენ გვინდა უსაფრთხოების სარტყელი ჩვენს საზღვართან, მაგრამ არ გვინდა ღაზაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი არ არის“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდება, რაც მზადება დასრულდება და საჭირო ძალები ფრონტის ხაზზე კონცენტრირდება.