ტრამპი უსახლკაროებს ვაშინგტონის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უსახლკაროებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ დედაქალაქი.
მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში უსახლკაროების რაოდენობა „მიუღებლად მაღალია“ და ამ პრობლემის გადაჭრა პრიორიტეტული უნდა გახდეს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი თავშესაფრები ქალაქგარეთ, რათა „ვაშინგტონი გახდეს სუფთა და უსაფრთხო“.
როგორც მედია წერს, მისი განცხადება მკვეთრ კრიტიკას იწვევს უფლებადამცველ ჯგუფებსა და დემოკრატ პოლიტიკოსებში, რომლებიც ამგვარ ნაბიჯს უსახლკაროების უფლებების დარღვევად მიიჩნევენ.