არჩილ გორდულაძე: რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ვისზე ჩამოყალიბდებიან “ლელოელი” და გახარიელი „ნაცები“ – მათი შანსები ნულის ტოლია
,,რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ვისზე ჩამოყალიბდებიან “ლელოელი” და გახარიელი „ნაცები“, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი შანსები ნულის ტოლია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველაზე კარგი სახე კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, ალეკო ელისაშვილი იქნებოდა.
„ისე კი, ძალიან სამწუხაროა, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავენ, რადგან ის იქნებოდა ყველაზე კარგი სახე რეალურად კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, ადამიანის, რომელიც თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს, შეუძლია, დღეს ერთი ილაპარაკოს, მეორე დღეს მეორე. საერთოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ჯერ მიშა სააკაშვილს აგინებდა, ხოლო შემდეგ მისი ქებით იყო დაკავებული სულ რამდენიმე დღის წინ. შესაბამისად, ყველაზე კარგი ვარიანტი აგენტურის პარტიებისა იქნებოდა ალეკო ელისაშვილი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი ფორმულა ღალატისა, უტიფრობისა და ყველანაირი სულმდაბლობის“, – განაცხადა გორდულაძემ.