მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა
,,ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ მივდივართ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული და საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაფერი გაცხადებული იყოს. ყველას თავისი პასუხისმგებლობით მიეგება პასუხი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.