ჯეფრი საქსი: უკრაინა ცეცხლის ალშია შეერთებული შტატების და ევროპის სისულელის გამო და ისინი ცდილობენ იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში

საერთოდ არ მაქვს სიმპათია იმის მიმართ, რასაც ევროპა და აშშ აკეთებენ, რადგან ეს არის რეგიონი, რომელიც მრავალ დიდ ძალას შორისაა: რუსეთს, ირანს, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რაც სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამი მყიფე ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკაში ჩარევას დიდი სიფრთხილე და პატივისცემა სჭირდება, რათა ამ ქვეყნებმა უკრაინის ბედი არ გაიზიარონ.

„სამივე ქვეყანა ერთმანეთთანაა დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აშშ და ევროპა, რომლებიც ერევიან, ცდილობენ ფერადი რევოლუციების მოწყობას, დესტაბილიზაციის მომტანია და ეს მოდის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, განსაკუთრებით სადაზვერვო სააგენტოებიდან. მე საერთოდ არ მაქვს სიმპათია იმის მიმართ, რასაც ევროპა და აშშ აკეთებენ, რადგან ეს არის რეგიონი, რომელიც მრავალ დიდ ძალას შორისაა – რუსეთს, ირანს, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის. ეს სიფრთხილით უნდა იქნას განხილული. ეს არ არის ევროპა, გეოგრაფიულად ეს არის აზია. ევროპა უნდა გავიდეს იქიდან. საქმე იმაში არ არის, რომ სამხრეთ კავკასიას ცუდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროპასთან ან სხვასთან. საქმე იმაშია, რომ ამ სამი მყიფე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ძალიან რთულ რეგიონში უკიდურესი პატივისცემითა და სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რათა ისინი არ გახდნენ შემდეგი უკრაინა.
​უკრაინა ცეცხლის ალშია შეერთებული შტატების და ევროპის სისულელის გამო და ისინი ცდილობენ იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში.“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები