დაფინანსდა თუ არა ბიუჯეტიდან უსუფაშვილის სტატია – ხადური განმარტებას აკეთებს

  სახელმწიფო ბიუჯეტიდან International New York Times-ში თანხა გადარიცხული არ ყოფილა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ავტორობით International New York Times დაბეჭდილი სტატია სარეკლამო წესით გამოქვეყნდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მინისტრის განმარტებითვე, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხები ლობისტებისთვის გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის თანხების გადახდა ხდება. ფინანსთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ International New York Times-ს რეკლამა agenda.ge-მ დაუკვეთა. მისი განმარტებით, agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს გამოცემა International New York Times-ში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით “სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა – პუტინთან “შეკრული” ივანიშვილი. როგორც სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები