ჩხოროწყუს რაიონის მოსახლოება მოსალონდელი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის მოსახლოება მოსალონდელი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს. მეწყერულ ზონაში ამჟამად 50-მდე ოჯახი იმყოფება, თუმცა ევაკუაცია აუცილებლობა აქედან შესაძლოა 10 ოჯახს შეეხოს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს პოლიციაც.
ცოტა ხნის წინ აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც წყალდიდობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
წყალმა წაიღო ელექტრობოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. წაღებულია ასევე სოფლების დამაკავშირებელი ხიდები. მომხდარის გამო ხობისწყლის ნაპირზე დარჩნენ მწყემსები ნახირთან ერთად. მცდელობის მიუხედავად ისინი მეორე მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებენ. განადგურებულია სიმინდის ყანები, ნათესები, ხეხილი.