მაია ფანჯიკიძე: რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო ძალას არ გამოიყენებს

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ ქართული მხარის რეაქციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ძალას არ გამოიყენებს.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს სათქმელის პარტნიორამდე უკეთ მისატანად არის საჭირო.
„რაც არ უნდა მოხდეს, საქართელო ძალას არ გამოიყენებს, რადგან მას აღებული აქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი უკავშირდება მხოლოდ უფრო ინტენსიურ მესიჯებს, ინტენსიურად ჩვენი სათქმელის პარტნიორებამდე მიტანას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები