ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია
ოთხ საათზე მეტია პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, მიზეზი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე ხობის წყალია, რომელმაც რეგიონს სერიოზული ზარალი მიაყენა. წყალმა წაიღო ელექტრო ბოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. წაღებულია ასევე სოფლების დამაკავშირებელი ხიდები, განადგურებულია სიმინდის ყანები ნათესები და ხეხილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს გამგეობა და პოლიცია. “გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდდა მდინარები ძირითადად ხობისწყალი,ფაქტიურად ძირითადად ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს ზიანი”, – განაცხადა ჩხოროწყუს მინიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ.