საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გვერდი ავრცელებს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს. მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.