“წინა წელთან შედარებით, მზისგან დამწვრობის შემთხვევებმა მცირედით, მაგრამ მაინც მოიმატა” – გუგა ქაშიბაძე
“წინა წელთან შედარებით, მზისგან დამწვრობის შემთხვევებმა მცირედით, მაგრამ მაინც მოიმატა”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ მედიაჰოლდინგ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წელიწადია, ლეღვით დამწვრობის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა.
“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, მაგრამ ყველა მათგანი ფეიკია”, – განმარტა გუგა ქაშიბაძემ.