29 ივლისი კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა.
მამა – ალექსანდრე კვერნაძე სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო; დედა – ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი.
17 წლის ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. 1948 წელს კი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედ. ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით.
1959 წელს „ამიერკავკასიის მუსიკალურ გაზაფხულზე“ წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“.
2025 წლის 28 ივნისს, ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში, სიღნაღში, გაიხსნა მისი ბიუსტი, რომლის ავტორია ცნობილი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი