ანა დოლიძე: გოჭებო, 17 წლის ასაკში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი – ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს

,,გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი”,- ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პარტიის საარჩევნო გეგმები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

,,ასე რომ გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა.

სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს”,- წერს ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები