“მნიშვნელოვანი დოკუმენტები გავიდა PACE-ს კომიტეტებზე, მაგრამ რამდენიმე დელეგაციის მხრიდან გრძელდება მცდელობა, სუბიექტური ინფორმაციის საფუძველზე ჩაიწეროს საქართველოსთვის დამაზიანებელი ჩანაწერები ამ პროექტებში” – მახაშვილი

“მნიშვნელოვანი დოკუმენტები გავიდა გუშინდელ კომიტეტებზე. ისინი ეხებოდა დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ საკითხებს, კონფლიქტებს, დაპირისპირებებს ევროპის კონტინენტზე”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა, რითაც პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე საკომიტეტო შეხვედრებს გამოეხმაურა.

“ასევე, საუბარი სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე და ა.შ. მაგრამ, ასევე ვნახეთ, რომ გრძელდება რამდენიმე დელეგაციის მხრიდან მცდელობა, რომ სუბიექტური, ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე ჩაიწეროს საქართველოსთვის დამაზიანებელი ჩანაწერები და მუხლები ამ პროექტებში. გაგრძელდება განხილვები და ვნახოთ, იმედია, საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე ეუთო უარს იტყვის ისეთ ჩანაწერებზე, რომლებიც არ ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას”, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები