დავით ჩიხელიძე: პრემიერის ინიციატივა, მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

პრემიერმა პარლამენტში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა მათ შორის რეგიონების განვითარება და საქართველოს როგორც დამაკავშირებელი წერტილის მნიშვნელობის გაზრდა. რეგიონების განვითარება და სატრანზიტო როლის გაზრდა ეკონომიკისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი სატრანზიტო ქვეყანაა, სადაც მშვიდობა არის, აღნიშნულის გარდა გვაქვს დაბალი სატარიფო პოლიტიკა და ტვირთის გადაზიდვის სისწრაფე, რაც საქართველოს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს – ამის შესახებ, ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ძლიერი რეგიონი ძლიერ საქართველოს და ეკონომიკას, ახალ მიზიდულობის წერტილს ნიშნავს, რაც ეკონომიკისთვის წამახალისებელ ფაქტორად აღიქმება.

„პრემიერმა პარლამენტში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა მათ შორის რეგიონების განვითარება და საქართველოს როგორც დამაკავშირებელი წერტილის მნიშვნელობის გაზრდა. რეგიონების განვითარება და სატრანზიტო როლის გაზრდა ეკონომიკისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი სატრანზიტო ქვეყანაა, სადაც მშვიდობა არის, აღნიშნულის გარდა გვაქვს დაბალი სატარიფო პოლიტიკა და ტვირთის გადაზიდვის სისწრაფე, რაც საქართველოს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.

რაც შეეხება რეგიონებს, ძლიერი რეგიონი ძლიერ საქართველოს და ეკონომიკას, ახალ მიზიდულობის წერტილს ნიშნავს, რაც ეკონომიკისთვის წამახალისებელ ფაქტორად აღიქმება. პრემიერის ინიციატივა მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის.“ – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები