ირაკლი კობახიძე – მხოლოდ ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ 60 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა წლიურ ჭრილში, რასაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ მივმართავთ, ოპტიმიზაციის რესურსი კიდევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება
მხოლოდ ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ 60 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა წლიურ ჭრილში, რასაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ მივმართავთ, ოპტიმიზაციის რესურსი კიდევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო სამსახურში კადრების ოპტიმიზაცია იყო მთავრობის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„საჯარო სამსახურში კადრების ოპტიმიზაცია იყო ჩვენს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყეთ სახელმწიფო საწარმოებით, თუმცა ეს ნაბიჯი მოიცავს სხვა სტრუქტურებსაც. მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე მოვახერხეთ 60 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა წლიურ ჭრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოგვითავისუფლდა 240 მლნ ლარი, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ შეგვიძლია მივმართოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპტიმიზაციის რესურსი დამატებით არსებობს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. ასევე, ეს ნაბიჯი ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის გატარების საშუალებას,”- განაცხადა პრემიერმა.