ონის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ონის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ რაჭის ფოლკლორულ შემოქმედებას და დაეთვალიერებინათ გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო რეგიონის ტურისტული ლოკაციები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ღონისძიების სტუმრებმა ძველი რაჭული კერძებიც დააგემოვნეს.
“ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური შენობა, რომელშიც ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, საკონფერენციო და ახალგაზრდული სივრცეები, ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრები განთავსდება.
მულტიფუნქციური სივრცის აღჭურვა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის CESL-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით განხორციელდა,”- წერია ინფორმაციაში.