ედიშერ გვენეტაძე: ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს
ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს. დღეს ისმის კითხვა – რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონიელ კრიმინალებს? – ამის შესახებ, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ევრობიუროკრატები, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სთეითელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ – მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში.
„ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს.
დღეს ისმის კითხვა – რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონიელ კრიმინალებს?
პასუხი მარტივია: ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სთეითელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ – მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში, ხოლო შემდეგ საკუთარ მონაპოვრად მიითვალონ აქედან მოპარული და „გაიმასქნებული“ ლარების გადაქცეული ევრო და დოლარი.
ზუსტად ამიტომ, ეს ავგიას თავლა უდავოდ გასაწმენდია. და როგორც მოვლენები ვითარდება, ძალიან დიდი ალბათობაა, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყოს.“ – წერს გვენეტაძე.