ტრამპი – ლოს-ანჯელესში შექმნილ არეულობაზე: თუ ვინმე კანონისა ან წესრიგის წინააღმდეგ წავა, ბრალს წაუყენებენ

„ლოს-ანჯელესში ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. იქ ძალადობის ბევრი შემთხვევა იყო”, – ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

პრეზიდენტი ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“ვნახავთ, რა დაგვჭირდება. ყველაფერს გავაგზავნით, რაც საჭიროა კანონისა და წესრიგის აღსადგენად. ჩვენ ქვეყნის გახლეჩის უფლებას არავის მივცემთ, როგორც ეს ბაიდენის დროს ხდებოდა. თუ ვინმე კანონისა ან წესრიგის წინააღმდეგ წავა, ბრალს წაუყენებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები