ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
“ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 15 – სამცხე-ჯავახეთის, 9- გურიის, 8 – ქვემო ქართლის, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის და 12 რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მაისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი; მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი – თელავში.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, სამართალდარღვევის ფაქტების ოპერატიულად გამოვლენის საშუალებას იძლევა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.