დავით მათიკაშვილი: შიდა დაპირისპირება და რღვევა რადიკალურ ოპოზიციაში გასაგები და მოსალოდნელია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ანა დოლიძის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დატოვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, შიდა დაპირისპირება და რღვევა რადიკალურ ოპოზიციაში გასაგები და მოსალოდნელია.
„ანა დოლიძეს რა ამბიციები ჰქონდა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა რღვევა და შიდა დაპირისპირება, კანდიდატზე შეუთანხმებლობა არის სრულიად გასაგები და მოსალოდნელი რადიკალების მხრიდან. მათ არანაირი ერთიანი პლატფორმა არ აქვთ და ვერც ექნებათ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილით გაერთიანებული რადიკალების ჯგუფი პოლიტიკურ ერთიანობაში წარმატებული ვერ იქნება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დოლიძე წერს, რომ დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.