მაკრონის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, გაამკაცრებს თუ არა საფრანგეთი თავის პოზიციას ისრაელის მიმართ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ღაზაში ომის გამო ისრაელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარია ისრაელთან მიმართებით საფრანგეთის პოზიციის გამკაცრებაზე.
ასევე, მაკრონმა, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს გაერო-ს კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთი 17-20 ივნისს საუდის არაბეთთან ერთად უწევს თანათავმჯდომარეობას.