ზელენსკი – არის თემები, რომლებზეც მე და მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ ვისაუბრებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ გერმანიასთან Taurus-ის რაკეტებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება, თუმცა არა საჯარო დონეზე.

შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა რომ ამ თემაზე მუშაობენ.

„არსებობს გარკვეული თემები, რომლებზეც, მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავთ. მე მას დავპირდი და ჩემს დაპირებას ვასრულებ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მერცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, წარსულში მერცი უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების მომხრე იყო. მაისის დასაწყისში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მერცის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიარაღების სისტემებს მიაწვდის უკრაინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები